26 აპრილი 2024,   12:22
ვრცლად
"რიგგარეშე არჩევნები არ არის დემოკრატიის განმსაზღვრელი" - სოზარ სუბარის თქმით, ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია

"ქართული ოცნების" წევრის, სოზარ სუბარის თქმით, რიგგარეშე არჩევნები გამორცხულია. ამის შესახებ სუბარმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"რიგგარეშე არჩევნები არის გამორიცხული, იმიტომ რომ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ რომ გავიმარჯვებთ დამაჯერებლად, და, ზოგადად, რიგგარეშე არჩევნები არ არის დემოკრატიის განმსაზღვრელი. პირიქით,  როცა რიგგარეშე არჩევნები ხდება, ე.ი. რაღაც კრიზისებია ქვეყანაში. კარგი იქნება თუ უკრიზისოდ ვიცხოვრებთ," - განაცხადა სუბარმა.

დღის ამბები