საარჩევნო საკითხებზე საჩივრების წარდგენა ელექტრონულად, ონლაინ იქნება შესაძლებელი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალი სერვისი პროცედურების გამარტივების მიზნით დანერგა.
ცვლილებასთან დაკავშირებით ცესკოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროცედურებს დეტალურად გაეცნენ.