გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და სახელმწიფო მინისტრის რწმუნებულმა ქვემო ქართლში თანამდებობი დატოვეს. რაფი ორუკოვი და აიაზ მამედოვი "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდნენ. სწორედ, ამ თემას მიეძღვნა პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგიც. ფაქტს დღეს მარნეულის მერი გამოეხმაურა. ზაურ დარგალმა ამ ნაბიჯს სამარცხვინო უწოდა.
"პატრიოტთა სავსე გუნდთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოსათვის და მე ვთხოვ ყველა მოქალქეს, ყველა აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულები. უახლოეს მომავალში საქართველოში იქნება რეფერენდუმი. ჩვენ ერთობლივად უნდა დავასრულოთ ტყუილები," - განაცხადა გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ რაფი ორუკოვმა.
სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო მინისტრის ყოფილი წარმომადგენელი ქვემო ქართლში, აიზ მამედოვი: "შევუერთდით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მთელი ძალით, უნდა დავამარცხოთ დღევანდელი მთავრობა, დღევანდელი რეჟიმი, მე ვუსურვებ ჩემს კოლეგებს წარმატებებს. მინდა ვუთხრა აზერბაიჯანელ ხალხს, შეინარჩუნეთ სიმამაცე."
"სურდათ მერობის თანამდებობა მარნეულსა და გარდაბანში, თუმცა მათი კანდიდატურა არ განიხილებოდა ჩვენს გუნდში, რადგან ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, რის გამოც მათ მიიღეს ეს მიუღებელი გადაწყვეტილება." - განაცხადა მარგენული-გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" ზაურ დარგალმა.