მიმართვა შარლ მიშელს - "სტატეგია აღმაშენებლის" ახალგაზრდულმა ფრთამ ევროკავშირის ოფისთან ქართულ და ფრანგულ ენებზე განცხადება გააკეთა. მიმართვაში საუბარია 19 აპრილის შეთანხმების ანულირებზე. მათ სურთ, რომ ხმა შარლ მიშელს მიეწვდინონ, რათა "ქართულმა ოცნებამ" შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
"28 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" ცალმხრივად დაარღვია 19 აპრილის შეთანხმება. ამ ნაბიჯით მან უარი თქვა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
ჩვენ, "სტარტეგია აღმაშენებლის" ახალგაზრდები, აქტიურად ვართ ჩართულნი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის მშენებლობაში. ჩვენ, გვინდა გვქონდეს ქვეყანა სადაც ახალგაზრდებს აქვთ განათლებისა და განვითარების შესაძლებლობა, ქვეყანა სადაც ჩვენი მშობლები არ მიდიან საზღვრებს მიღმა სამუშაოს საძიებლად, და ქვეყანა სადაც მოხუცებს აქვთ ღირსეული ცხოვრების პირობები.
ასეთ საქართველოს ჩვენ მხოლოდ ევროპასთან მჭიდრო კავშირში ვხედავთ. ვიცით რომ ევროპული მომავალი არის ყველა იმ სირთულის გადაჭრის გზა, რაც ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს.
"ქართული ოცნების" განცხადების შემდეგ ნათლად გამოჩნდა ხელისუფლების დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ და ის, რომ ისინი არ აპირებენ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას, რაც ჩვენ გვართმევს უამრავ შესაძლებლობას და გვწირავს უიმედო მომავლისთვის.
გვინდა ხმა მივაწვდინოთ ბატონ შარლ მიშელს, პირველ რიგში მადლობა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის და კიდევ ერთხელ ვთხოვოთ, რომ მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, მოახდინოს დროული რეაგირება და გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული მექანიზმი, რაც აიძულებს ხელისუფლებას შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები,"- განაცხადეს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებმა.