11 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
"დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში" - რას სთხოვენ ლაშა ტალახაძე და ძალოსნების ექიმი გულშემატკივრებს

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული გულშემატკივრებს სთხოვს მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, თავი შეიკავონ დღეს აეროპორტში ოლიმპიური ჩემპიონის დახვედრისგან. როგორც ექიმი, წერს იმავე აზრზეა თავად ლაშა ტალახაძეც:

"დღე მშვიდობის საქართველო.

მოგეხსენებათ, დავასრულეთ ძალოსნებმა ოლიმპიადა და ვბრუნდებით დღეს საქართველოსკენ.

ვხედავთ, ვგრძნობთ, ყველა თქვენგანის გვერდში დგომას და ქომაგობას. მივიღე უამრავი მოლოცვა, რაზეც ლაშაც და მეც გიხდით უდიდეს მადლობას.

ახლა მთავარი!

ბევრი მეკითხება ჩამოსვლის დროს. ბევრმა გამოთქვა დახვედრის სურვილი.

გპასუხობთ : ქვეყანაში გამძაფრებული ეპიდსიტუაციის გამო, ჩემს მეგობრებს და ნათესავებს მოგმართავთ თხოვნით, დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში! ვიცი რომ გიხარიათ, ვიცი რომ გინდათ ლაშასთან ფოტოები, გინდათ პირადად მიულოცოთ, მაგრამ ჩემი და თქვენ წარმოიდგინეთ, ლაშას აზრიც ასეთია, სხვა დროს, სხვა შეჯიბრის შემდეგ...

დღეს არ გვეწყინება! პირიქით! მოხარულები ვიქნებით თუ გაუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას ! მადლობა გულშემატკივრობისათვის," - წერს გიორგი ჭინჭარაული.

შეგახსენებთ, ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ გუშინ ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდები დაამყარა. საქართველოს ძალოსანთა ნაკრების კიდევ ერთი წევრი ანტონ პლესნოი კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

დღის ამბები