16 ნოემბერი 2024,   23:07
ვრცლად
ერდოღანი-ზურაბიშვილის სატელეფონო საუბარი - საქართველოს პრეზიდენტმა მასშტაბური ხანძრებით დაზარალებული თურქი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა

საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის დროს ერთ-ერთი მთავარი თემა პანდემია იყო. გარდა ამისა სალომე ზურაბიშვილმა თურქ კოლეგას მასშტაბური ხანძრებით დაზარალებული თურქი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის ორმხრივი, სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობასა და მის განვითარებას.

დღის ამბები