16 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
უარი ევროპის მეორე ტრანშზე - მიზეზები და ხელისუფლების კიდევ ერთი განმარტება - რას პასუხობს პრემიერი ევროკავშირიდან მიღებულ კრიტიკას

რატომ თქვა უარი საქართველოს ხელისუფლებამ ევროპულ ტრანშზე - ევროკავშირის განცხადებას და ევროპარლამენტარების კრიტიკას დღეს ოფიციალური თბილისი კიდევ ერთხელ პასუხობს.

პრემიერმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელმძღვანელობს ხალხის და არა ევროპელი დეპუტატების ინტერესებით.

გადაწყვეტილების მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილმა მეორედ განმარტა და თქვა, რომ ქვეყანამ, ეკონომიკური ზრდის ფონზე, დამატებით ვალზე უარი თქვა.

"ქართული ოცნების" ვერსიის არ სჯერა ოპოზიციას და გადაწყვეტილების მოტივად ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს ასახელებს.

ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში დღის წესრიგში გუშინ დადგა, მას მერე, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დამატებით სესხის აღებას აღარ აპირებდა. პრემიერის ამ განცხადებას მალევე უპასუხეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში. მათი თქმით, ევროკავშირი ითვალისწინებს იმ არგუმენტებს, რომელიც მმართველ გუნდს აქვს, თუმცა, დამატებით განმარტეს, რომ ხელისუფლებამ სრულყოფილად არ განახორციელა სასამართლო სისტემის რეფორმა, რაც ევროკავშირის სესხის მიღების მთავარი წინაპირობა იყო.

დღის ამბები