თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ანა დოლიძემ გლდანში პარტიის ოფისი გახსნა. ადგილზე იმყოფებოდნენ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი თედორაძე და პარტიის მხარდამჭერები. ღონისძიებაზე ანა დოლიძემ დეპუტატობის კანდიდატების სია წარადგინა.
"ჩვენ გლდანში ვხსნით ოფისს და წარვადგენთ ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატს ბატონ ირაკლი თედორაძეს, რომელიც ხალხის ინტერესებს საკრებულოში დაიცვას,"- განაცხადა ანა დოლიძემ.