16 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
ვიმედოვნებ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება - კელი დეგნანი

ამერიკის ელჩმა, დღეს, მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზეც გააკეთა კომენტარი. კელი დეგნანი იმედოვნებს, საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში ჩატარდება. 

"ყველაფერი ქართველ ამომრჩეველზეა დამოკიდებული. ამ ყველაფერს ოქტომბერში ვნახავთ. ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია და გარემო ფოკუსირებული იქნება ისეთ საკითხებზე, რომელიც ამომრჩეველს აუხსნის თუ რას გააკეთებს თითოეული კანდიდატი ამომრჩევლისთვის.

პოლიტურმა ლიდერებმა ხმა უნდა აიმაღლონ დაშინების, თავდასხმებისა და სოციალურ მედიაში არსებული ბულინგის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, რომ საარჩევნო კამპანია ჩატარდება უსაფრთხი გარემოში კოვიდ რეგუალციების დაცვით. ვიმედოვნებ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება,"- განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

დღის ამბები