16 ნოემბერი 2024,   18:01
ვრცლად
"ერთადერთი, რაც ითქვა შეხვედრაზე, აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა ტელევიზიიდან გამეგო, დანარჩენი, გულწრფელად გეტყვით, ვერაფერი გავიგე" - კახა კალაძე გახარიასთან შეხვედრაზე​

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ თავად დაურეკა და უთხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა.

კალაძის თქმით, გახარიასთან შეხვედრა ერთხელ, გუშინ დილით, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე მერიაში შედგა.

"რამდენჯერმე განხორციელდა ზარი. ადამიანურად თავს მივეცი უფლება, ამდენი ხანია ერთად ვიყავით. მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. ვუთხარი, რომ მერიაში ვიყავი და მოვიდა მერიაში. გუშინ დილით მოხდა ეს შეხვედრა, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი.

ერთადერთი, რაც ითქვა შეხვედრაზე ის იყო, რომ აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა ტელევიზიიდან გამეგო. თავად გადაწყვიტა, რომ მას ეთქვა ეს ყველაფერი. დანარჩენი, გულწრფელად გეტყვით, ვერაფერი გავიგე," - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა გახარიასთან შეხვედრისას რაიმე ფინანსებთან დაკავშირებით საუბარი, კალაძე ამბობს, რომ "არ იცის შუამავალთან რა საუბარი იყო, თუ ეს შუამავალი არსებობს."

დღის ამბები