"საქართველოსთვის" ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია კონკურენტებს - კახა კალაძესა და ნიკა მელიას დებატებში იწვევს. ამის შესახებ გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
"დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია "ქართული ოცნება" სულ უფრო ემსგავსება "ნაციონალურ მოძრაობას" და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა!
ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!" - წერს გახარია.