06 მაისი 2024,   17:56
ვრცლად
"ქართული ოცნების" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვაშლიჯვარში ახალგაზრდებს შეხვდა

მმართველი პარტიის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ავთანდილ ცინცაძემ ვაშლიჯვრის სკვერში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.

"ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია საბურთალო განვითარებაში, თქვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა კი გარანტია იმისა, რომ ჩვენი უბანი იქნება კიდევ უფრო მწვანე, უფრო ჯანსაღი, უფრო კომფორტული და სიცოცხლით სავსე უბანი,"- აღნიშნა ახალგაზრდებთან კანდიდატმა.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, ახალგაზრდებმა ავთანდილ ცინცაძეს დაუსვეს კითხვები და გაუზიარეს მათი ინიციატივები.

დღის ამბები