ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს პასუხობს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით არსებულ გზებსა და მის რეაბილიტაციას ეხება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, მამუკა ხაზარაძემ მას სახელმწიფო გზებთან დაკავშირებით ხალხის მოტყუება დააბრალა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯამში 21 101 კილომეტრი სიგრძის გზაა, საიდანაც ბოლო 8 წელიწადში, 10 000 კილომეტრზე მეტ გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, თუმცა მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე განსხვავებულ მონაცემებზე მიუთითებს.
"სააკაშვილის პარტნიორს, მამუკა ხაზარაძეს მივმართავ აქედან, რომ სანამ რაიმეს იტყვის ჩემზე, ჯერ გადაამოწმოს. ძალიან მარტივი საქმე იყოს, რომ შესულიყო თავად ან მისი თანამშრომელი სტატისტიკის სამსახურის ვებ გვერდზე და გადაემოწმებინა, რამდენი კილომეტრი გზა არის საქართველოში. კაცს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მოსულიყო ხელისუფლებაში და რომელმაც 3% აიღო, არ უნდა საუბრობდეს ასეთ ტყუილებზე და ტყუილებით არ უნდა კვებავდეს საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ უნდა ატყუებდეს. მეორე, მან თქვა, რომ მე მოვიტყუე და საქართველოში არის თურმე 7 000 კილომეტრი გზა და მე ვამბობ, რომ 10 000 კილომეტრი გავარემონტეთ. ჯამში არის 21 101 კილომეტრი გზა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ბოლო 8 წელიწადში, 10 000 კილომეტრზე მეტ გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია და აღდგენა. 150 კილომეტრი მაგისტრალური გზა დავაგეთ ჩვენ. ამ ყველა მონაცემზე მე პასუხს ვაგებ და ნებისმიერი ფაქტები და ინფორმაცია გამოითხოვოთ.
ასევე, ვურჩევდი ბატონ ხაზარაძეს, რომ მომავალში გადაამოწმოს ინფორმაცია, გამოითხოვოს და ასე გაავრცელოს," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.