"ქართული ოცნება" იმერეთში მერობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ამომრჩევლებს ამჯერად წყალტუბოს მერობის კანდიდატი გენადი ბალანჩივაძე წარუდგინა. დღესვე პრემიერმა წყალტუბოს განვითარების გეგმებზე ისაუბრა.
გარდა ამისა, პრემიერ მინისტრის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" დაამტიცა, რომ პასუხისმგებლიანი ძალაა. ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი გააკეთა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ახალ სამუშაო ადგილებსა და სოციალურ საკითხებზე.
"ჩვენი გამარჯვებით ჩვენი ქვეყანა იმარჯვებს და ჩვენი ხალხი იმარჯვებს. იმიტომ რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი საქმით, ხელწერით დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა. თავისი შეცდომებით, გამოწვევებით, მაგრამ ჩვენ ამ შეცდომებს არ გავურბივართ, ვაღიარებთ, ვასწორებთ, მივდივართ და ქვეყანა მიგვყავს წინ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, დაცვაზე, უსაფრთხოებაზე და სწორედ, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით, ქვეყანას მოვიტანეთ გრძელვადიანი მშვიდობა. დავამშვიდეთ ქვეყანა, დავასტაბილურეთ სიტუაცია და განვითარება და პროგრესი მოვუტანეთ ყველა მიმართულებით. იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება. სერიოზული საფუძველი ჩაეყარა ამ მიმართულებას. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, რომ გაათმაგებული მუშაობა არის საჭირო, იმისთვის რომ ჩვენს მოსახლეობას დავეხმაროთ. მთავარი გამოწვევა რა თქმა უნდა, არის სიღარიბე და უმუშევრობა. ამიტომ, ჩვენი მთავარი სამუშაო და მზიანი იქნება ამ მიმართულებით.
იმის მიუხედავად, რომ უამრავი სირთულე და გამოწვევა იყო, ჩვენ შევძელით და დავიწყეთ მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორიც არის ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა, გაზიფიცირება, წყალგაყვანილობა, სკოლების მშენებლობა, ბაღების რეაბილიტაცია. ჯამში, 10 000 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია-აღდგენა მოხდა," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.