16 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
გიორგი გახარიამ სამეგრელოში ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის მერობის კანდიდატები წარადგინა

პარტია "საქართველოსთვის" საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. დღეს გიორგი გახარიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკუთარი გუნდი სამეგრელოში წარადგინა. პარტიიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია იქნება, წალენჯიხაში მერობის კანდიდატად ხვიჩა მებონია დასახელდა, ჩხოროწყუში - შენგელი ჯიქია, ხობში – ბადრი ჯობავა. 

"დღეს ჩვენ სამეგრელოში წარვადგენთ მერობის, მაჟორიტარობის და სიის კანდიდატებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის ძირითადი გამოწვევა არის ის, რომ ერთდროულად გვიწევს როგორც პარტიული სტრუქტურების დალაგება რეგიონალურ დონეზე, ასევე არჩევნებში მონაწილეობა. ამას ახლა დაერთო ჩემი მერობის კამპანიაში ჩართულობა. რთული იქნება, მაგრამ როგორღაც გავართმევთ თავს," - აცხადებს გიორგი გახარია.

დღის ამბები