ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა, დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.
ცესკოს ცნობით, ხელმოწერით კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან სამართლიანები, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები; იქნებიან პროფესიონალები და იმოქმედებენ გამჭვირვალედ; უზრუნველყოფენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარ და სამართლიან საარჩევნო გარემოს.
ეთიკის კოდექსს ხელს ასევე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები მოაწერენ.