26 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
ჯო ბაიდენი 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილებს მეუღლესთან ერთად მოინახულებს

ჯო ბაიდენი 11 სექტემბერს 2001 წელს მომხდარი ტერაქტის ადგილებს მეუღლესთან ერთად ეწვევა. ქვეყნის 46-ე პრეზიდენტი და ქვეყნის პირველი პირები 3 ათასამდე დაღუპულის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

პირველი ადგილი, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოინახულებს ნიუ-იორკია, სადაც სავაჭრო ცენტრს ტერორისტები თვითმფრინავით შეეჯახნენ.

2001 წელს ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. მათგან ერთმა დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, 2 თვითმფრინავი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრს დაეჯახა, ხოლო მეოთხე არლინგტონში პენტაგონის შენობას დაეცა.

დღის ამბები