საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუმბერტ ქნირში საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ თანამშრომლობის კარგი გამოხატულებაა ე.წ. მეგობრული კრედიტები.
ელჩმა ამით უპასუხა ჟურნალისტების კითხვას - ნიშნავს, თუ არა 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლა დაფინანსებისა და გრანტების შეწყვეტას.
"ევროკავშირთან თქვენს პარტნიორობაზე ევროკავშირის დელეგაცია უპასუხებს. რაც შეეხება გერმანულ-ქართულ ურთიერთობებს, ეს მეგობრული კრედიტები არის გამოხატულება ჩვენი კარგი თანამშრომლობის და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ," – განაცხადა ელჩმა.