16 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
ვინ აფინანსებს პარტია "საქართველოსთვის" - გიორგი გახარიას პასუხი "ღამის კურიერში"

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ, "ღამის კურიერის" ეთერში შეკითხვაზე - თუ ვინ აფინანსებს მის ახლადშექმნილ პოლიტიკურ გუნდს, განაცხადა, რომ სპონსორები თავად პარტიის წევრები არიან, საშუალო ბიზნესმენები და ასევე რიგითი მოქალაქეების შემოწირულობები. 

ოპოზიციაში გადასული გიორგი გახარია, "ქართული ოცნებას" მისი პარტიის დაფინანსების იზოლაციაში მოქცევაში ადანაშაულებს და როგორც ის ამბობს, ასეთი შემთხვევების კონკრეტულ ფაქტებსაც ფლობს. თუმცა, ამასთანავე, გიორგი გახარია უარყოფს, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მსგავსი ფაქტი არ გამოვლენილა. 

"პარტიას - "საქართველოსთვის" დღეს აფინანსებენ პარტიის წევრები, საშუალო ბიზნესმენები და რიგითი მოქალაქეების შემოწირულობები. "ქართულმა ოცნებამ"ყველაფერი გააკეთა, რომ დაფინანსების თვალსაზრისით, ჩემი პარტიის სრულ იზოლაცია მოეხდინა. ამის ფაქტებიც არის, უბრალოდ ახლა ამისთვის არ მცალია. კონკრეტულ ქეისებს მოვიყვანთ, თუ როგორ ემუქრებიან კონრეტულ ადამიანებს, მაგალითად შემოსავლების სამსახურის შეშვებით,"- აცხადებს გიორგი გახარია. 

დღის ამბები