გამოცემა "ეურაქტივი" ვრცელს სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო, მადლიერია ქაბულის ევაკუაციებში საქართველოს ჩართულობის გამო.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ქაბულის აეროპორტში განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველომ შტატებისა და დასავლელი პარტნიორებისთვის კრიტიკული დახმარების გაწევაში აღიარება და მადლიერება მოიპოვა.
სტატიაში ევროკავშირში საქართველოს ელჩის ინტერვიუცაა, სადაც ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროპულ გამოცემას განუცხადა, რომ ასეთ რთულ დროს, საქართველოს მორალური ვალდებულებაა იდგეს საკუთარი, ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების გვერდით.