79 მომხრე - 15 წინააღმდეგი - პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა.
"ამნისტიის შესახებ" პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.
ამნისტია გავრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.
პროექტი შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობს და ფრაქცია "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.