"ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და NATO უზომოდ მადლიერია ქაბულის ევაკუაციებში საქართველოს ჩართულობის გამო" - ამ სათაურით ვრცელ სტატიას გამოცემა EURACTIV-ი აქვეყნებს.
პუბლიკაციაში ნათქვამია რომ ქაბულის აეროპორტში განვითარებული მოვლენის შემდეგ საქართველომ შტატებისა და დასავლელი პარტნიორებისთვის- კრიტიკული დახმარების გაწევაში აღიარება და მადლიერება მოიპოვა.
სტატია მოიცავს ევროკავშირში საქართველოს ელჩის ინტერვიუსაც, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროპულ გამოცემასთან განაცხადა, რომ ასეთ რთულ დროს საქართველოს მორალური ვალდებულებაა იდგეს ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების გვერდით.