16 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა 

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ერთობლივი განცხადებებიც გაკეთდება.

ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსაც. დელეგაციას ასევე დაგეგმილი აქვს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობა.



დღის ამბები