საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გენპროკურორის არჩევის წესის ამოღებასთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა და საელჩოების განცხადებას რეალობას აცდენილს უწოდებს.
"როცა აქცენტირება კეთდება გენპროკურორის არჩევაზე კვალიფიციური უმრავლესობით, რაც უნდა შემდგარიყო 2026 წელს, ეს მგონია, რომ აცდენილია, შეიძლება ვიღაცას ეწყინოს და ვიღაცას არა.
ეს არის კონსტიტუცია, ეს არის საქართველოს უმრავლესობის და მოსახლეობის გადაწვეტილება. მათი გადაწყვეტილების თემაა, როგორი კონსტიტუცია გვექნება. მადლობა რჩევისთვის ყველა ჩვენს მეგობარს, თუმცა მგონია, რომ იქ, სადაც არ არის პრობლემა, ნუ შევქმნით.
სამი თვე ველოდებოდით რადიკალურ ოპოზიციას, ხელი არ მოუწერიათ, მე არ მახსოვს არცერთი მკაცრი ცალკეული საელჩოს მხრიდან, რაც ეკუთვნოდათ სხვათა შორის," - განაცხადა ზარქუამ.
საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენელი კარლ ჰარცელმა გუშინ პარლამენტის მიერ განხორციელებული და ჩაგდებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ განცხადებები გაავრცელეს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, დღეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა.