თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 55 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ოჯახები წლების განმავლობაში ელოდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, რისი შესაძლებლობაც მოსახლეობას 2017 წლიდან მიეცა.
"გრძელდება ეს პროგრამა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, ყველანაირად გვერდში დავუდგებით. რამდენიმე ასეულ მილიონზე მეტი ქონება არის დღეის მდგომარეობით დაკანონებული, თქვენ იცით, რომ ეს არის სახელმწიფო საკუთრებები, სადაც ეს ადამიანები წლებია უკვე ცხოვრობენ და ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარია, რომ მათ მიეცათ შესაძლებლობა ამ ფართების მიღებისა და დაკანონების." - განაცხადა თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", კახა კალაძემ.