საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ხვდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ყარაბაღის ომი ჩვენი რეგიონისთვის იყო რთული გამოწვევა, მაგრამ ახლა გავეცანი ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, მე მჯერა, რომ აღნიშნული გამოწვევა გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად, შესაძლებლობად, რომელიც მოუტანს კეთილდღეობას სომხეთს და სომეხ ხალხს.
ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას და ეს არის დაკავშირებული ჩვენი რეგიონის სტაბილურობასთან. შესაბამისად, ჩვენ ამ საერთო რეგიონალურ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი, ეს არის - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ჩვენ, რეგიონის ქვეყნებს, გვაერთიანებს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.