16 ნოემბერი 2024,   18:00
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" ათობით ათასი წევრი ჰყავს და ყველას ზრახვებსა თუ ფიქრებზე პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებთ - ირაკლი ზარქუა შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულზე

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა, სოციალურ ქსელში ავსტრალიელი ქალის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის დაკავებას ეხმაურება. 

საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც აღნიშნული იყო, რომ მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი "ქართული ოცნების" წევრი იყო.

როგორც ირაკლი ზარქუა წერს, პარტიაში ტელევიზიებიდან არაერთი ზარი შევიდა ამ თემაზე, რომელსაც მან "ფეისბუკში" უპასუხა:

"დაახლოებით ნახევარ საათში ათზე მეტი ზარი განხორციელდა ნაცმოძრაობის ტელევიზიებიდან და სააგენტოებიდან. აჟიტირებულები არიან - თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო, უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგძლივი კამპანიის აწყობას...

ახლა კარგად მომისმინეთ!
“ქართულ ოცნებას” ათობით ათასი წევრი და ასობით ათასი მხარდამჭერი ყავს და ყველას ზრახვებსა, თუ ფიქრებზე პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებთ.

თქვენ მკვლელები და მანიაკები ხელისუფლებაში და ძალოვან უწყებებში უმაღლეს თანამდებობებზე გყავდათ დანიშნული, ახლაც არ გაკლიათ “ლიდერშიპში” და ამის მიუხედავად, ხალხს ისევ თქვენი მხარდაჭერისკენ მოუწოდებთ. 

აქეთ კი სამარცხვინო კამპანიას იმაზე აწყობთ, თითქოს ათიათასობით ჩვენი აქტივისტიდან იმ მართლაც ამაზრზენი დანაშაულის ჩამდენი რომ გამოერია.

ამიტომ, ნუ შეეცდებით ამ ტრაგედიით მორიგ პოლიტიკურ სპეკულაციას და უკადრებელის კადრებაში ახალი რეკორდის დამყარებას," - წერს ირაკლი ზარქუა. 

დღეს ცნობილი გახდა 33 წლის ავსტრალიელი პედაგოგის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა. 

ის 33 წლის რაფაელ მურსაკულოვია. 

დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობა გახსნილია და მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. 

დღის ამბები