პარლამენტის წევრის, პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მისი პარტიიდან 2 საუკეთესო კანდიდატი 5 ნომრით იყრის თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს. თუმცა სად - ამის თქმისგან პოლიტიკოსმა თავი შეიკავა.
აღნიშნული ინფორმაცია თაკო ჩარკვიანმა "ღამის კურიერის" ეთერში პირველად გააჟღერა და ამ გადაწყვეტილების მოტივიც ახსნა - "მე გამარჯვება მინდა"- ამბობს თაკო ჩარკვიანი.
"არ მივიჩნიე საჭიროდ, რომ ამ არჩევნებში კენჭი მეყარა, თუმცა ჩემი პარტიიდან, არის რაიონები, სადაც ჩემი პარტიის ნომრით გადიან, თუმცა ჩემი 2 საუკეთესო კანდიდატები, ჩემივე დაჟინებული თხოვნით 5 ნომრით გავუშვი, სად - ამის თქმა ჯერ საჭირო არ არის.
ეს უმაგრესი 2 კანდიდატურაა, მათ წარსადგენად გამოვჩნდები კიდეც. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან დიდი სანდოობა გვაქვს, ისეთი ბრძოლა გავიარეთ, ერთმანეთს საუკეთესო რაღაცებს ვაწვდით და ეს ორი კანდიდატიც მათ მთელი ჩემი გულუხვობით მივაწოდე. ეს იმიტომ, რომ მე გამარჯვება მინდა, მეტი არაფერი მაინტერესებს,"- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.