16 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
"წლებია პოლიტიკური ტოქსიკოზი არის გიგა ბოკერია, მას დისკომფორტი და დისონანსი შემოაქვს" - თაკო ჩარკვიანი

კონკრეტულად ვის გულისხმობდა თაკო ჩარკვიანი, როდესაც მან განაცხადა, რომ ოპოზიციაში ტოქსიკოზია - პარლამენტის წევრმა და პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა "ღამის კურიერის" ეთერის წამყვანის კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ წლებია პოლიტიკური ტოქსიკოზი გიგა ბოკერიაა. მისივე თქით, გიგა ბოკერიას კონსულტაციებში დისკომფორტი და დისონანსი შეაქვს.

"მე ვთვლი, რომ წლებია პოლიტიკური ტოქსიკოზი არის გიგა ბოკერია. ეს აზრი იცის ჩემგან და მე ამას არ ვმალავ. მე ვხედავ პროცესს, სადაც ვხედავ, რომ არის ის.

მე მინახავს ის მოლაპარაკების დროს. რაღაცნაირი დისკომფორტი შემოაქვს მას და დისონანსი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ნუ მორჩა, არის და არის, ბოლოს და ბოლოს სხვისი დაშლა კი არა თავისი პარტია ჩამოიმხო თავზე და მეტი რა გააკეთოს.

მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, მე სულ ვახერხებ, "ძალა ერთობა" იყო, იცით თქვენ, რომ "ძალა ერთობის" გაერთიანებაში ლომის წვლილი მაქვს შეტანილი ხო?! პირდაპირ გეტყვით, რომ დაშლაში ლომის წვლილი ერთ-ერთს ბოკერიას აქვს, მერწმუნეთ," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დღის ამბები