"ლელოს" გენერალურმა მდივანმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ, წინასაარჩევნოდ მაჟორიტარობის კანდიდატებად წარდგენილი ადამიანების დაშინების და ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ის უშუალოდ იმყოფებოდა რეგიონებში და დღესაც არის მცდელობა ადამიანებს უარი ათქმევინონ "ლელოს" პარტიულ სიაში მონაწილეობაზე.
ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ "ქართულ ოცნებაში".