საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ავსტრიაში ვიზიტი დაასრულა. კახა კუჭავა პარლამენტების სპიკერების მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. ვიზიტის ფარგლებში, ბოლო შეხვედრა კახა კუჭავამ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვოლფგანგ სობოტკასთან გამართა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.
"ძალიან საინტერესო და შედეგიანი 3 დღიანი კონფერენცია, რა თქმა უნდა, ორმხრივი შეხვედრებით, რომელმაც ჩვენ მოგვცა საშუალება ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან, მათთან, ვინც დაინტერესებულნი არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით, გვესაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომლის გამოწვევების წინაშეც დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო, პანდემიიდან დაწყებული, რა თქმა უნდა დეოკუპაციის საკითხი და ბევრი სხვა საკითხი.
საპარლამენტო დიპლომატიის შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება ნამდვილად წარმოადგენს ჩვენს პრიორიტეტს და იქნება ბევრი სხვა ღონისძიებაც, სადაც საქართველო აქტიურად იქნება წარმოდგენილი," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.