"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე, "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციის ნაწილი მათ პარტიასთან არის კავშირში ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტში პრობლემას ვერ ხედავს.
"პრობლემა სად არის? კი, შესაძლოა რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან ასოცირებული ადამიანები აკვირდებოდნენ არჩევნებს და ეს პრობლემა არ არის. პრობლემა ის არის, რომ მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით, აკეთებს ზონდერ ჯგუფებს და აყალბებს არჩევნებს,"- აცხადებს ნიკა ობოლაძე.
"ქართული ოცნება" ოპოზიციას პროვოკაციის მცდელობასა და დესტრუქციულ ქმედებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
მართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერმა, გივი მიქანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე სახელწოდებით - "ვინ ვინ არის", სქემა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ შექმნა 15 სადამკვირებლო ორგანიზაცია, რომელებიც არჩევნების პერიოდში, ფარულად მათ სასარგებლოდ იმუშავებენ.
გივი მიქანაძის განმარტებით, უმრავლესობის არგუმენტებს ისიც ამყარებს, რომ ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას არ აწარმოებს.