"პოლიტიკური დაპირისპირება, რომელმაც ქართული პოლიტიკა სრულად მოიცვა, 30 წლის განმავლობაში მიღწეულ დემოკრატიულ პროგრესს საფრთხეს უქმნის" - ამის შესახებ NDI წერს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა განცხადება პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ონლაინ შეხვედრების შემდეგ გამოაქვეყნა. რეკომენდაციის სახით კი ნათქვამია, რომ ყველა ჩართულმა მხარემ პატივი უნდა სცეს საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების უფლებას, რომ თავიანთი საზედამხედველო საქმიანობა თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში განახორციელონ.
განცხადებაში წერია ისიც, რომ ძალადობის, დაშინების და ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზე სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება უნდა ჩატარდეს. ყველა პარტიის მხარდამჭერმა თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ძალადობისა და დაშინებისგან.