16 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
ჩემთვის აშკარაა, რომ ენმ-ის ლიდერები მჭიდრო კავშირში არიან გახარიას პარტიასთან - სამეგრელოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პარტია დატოვა

სამეგრელოში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პარტია დატოვა. ამის შესახებ რევაზ გვილია სოციალურ ქსელში წერს და აქვე მისი გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს.

ის ენმ-ს გახარიასთან ალიანსში ადანაშაულებს. 

"მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – წერს facebook-ში სამეგრელოს ორგანიზაციის წარმომადგენელი რევაზ გვილია. 

ის წერს, რომ ბოლო პერიოდში მისთვის აშკარა გახდა, რომ ენმ-ის ლიდერები გიორგი გახარიას პარტიასთან მჭიდრო კავშირში არიან. 

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩემთვის აშკარაა, რომ ნაციონალების ლიდერები ძალიან მჭიდრო კავშირში არიან გახარიას პარტიასთან და აქ სამეგრელოში მათი ქმედებები და სტილი თანხვედრაშია. 

ჩემთვის მიუღებელია მსგავს პარტიებთან რაიმე სახის შეხება, რადგან წლების განმავლობაში ჩვენი პარტიის წევრებს პირადად დევნიდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ჩემი ადგილი აღარ არის“, – წერს რევაზ გვილია.

დღის ამბები