16 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას პარტიამ საარჩევნო სიაში ინტერპოლით ძებნილი პირი შეიყვანა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიამ წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ინტერპოლით ძებნილი პირი დააყენა.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, წყალტუბოს რაიონის ჩუნეშის სამაჟორიტარო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნოდარ ჩირგაძეს გერმანიის ინტერპოლი 2017 წლის შემდეგ ეძებს.

საქმე ეხება სავარაუდო ქურდობის ფაქტს, რომელიც სწორედ ამ ქვეყანაში მოხდა. თავად ნოდარ ჩირგაძე ადასტურებს, რომ 2016-2017 წლებში გერმანიაში მართლაც იმყოფებოდა, თუმცა ინტერპოლის ძებნილთა სიაში ყოფნას უარყოფს.

დღის ამბები