წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. არჩევნებამდე დარჩენილ 23 დღეში პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩევლის დარწმუნება უნდა მოასწრონ. სწორედ ამიტომ, თითქმის ყოველდღე მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები მხარდამჭერებს ხვდებიან.
აცნობენ როგორც საკუთარ გეგმებს, ასევე ისმენენ ამომრჩევლის პრობლემებისა და მოთხოვნების შესახებ. ყველა კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში სოციალურ-ეკონიმიკური საკითხების მოგვარების პირობას დებს.
"ლელოს“ 9 ნაბიჯი თბილისის მარშალის გეგმა" - ეს ის ხედვაა, რომელიც პარტიას ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით აქვს, იდეები მერობის კანდიდატმა ლიდერებთან ერთად მხარდამჭერებს დღეს გააცნო.
ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს "ევროპული საქართველოც". გიორგი ნონიაშვილი დღეს ჩუღურეთის რაიონში იმყოფებოდა.
მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა მთაწმინდელებს ანა დოლიძემ. ნინო ქოქოსაძე ადგილობრივებს დაპირდა, რომ არჩევნებამდე დარჩენილ 23 დღეში ყველა ოჯახის პრობლემას მოისმენს და შეეცდება მათ მოგვარებას.
აქტიურად მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია რეგიონებშიც. გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილმა მხარდამჭერებს ლანჩხუთის მერობის კანდიდატი გააცნო.
ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს ანზორ მელიაც. გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ზუგდიდში ამჯერად ნარაზენის მოსახლეობას შეხვდა.
აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს მმართველი პარტიაც. ზესტაფონის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ამომრჩევლებს სოფელ კლდეეთში, კინოთსა და ტაბაკანში შეხვდა.
წლის მთავარ პოლიტიკურ მარათონამდე სულ რაღაც 23 დღე რჩება, მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის გაკეთება 2 ოქტომბერს მოუწევთ.