თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი, ნიკა მელია ყოფილ პრემიერთან და ასევე თბილისის მერობის კანდიდატთან, გიორგი გახარიასთან ყოველგვარ თანამშრომლობას გამორიცხავს.
როგორც მან "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, სანამ 20 ივნისისა და ია კერზაიას საქმეები არ გაირკვევა, გახარიასთან ერთ სივრცეში ყოფნასაც კი არ აპირებს.
"როგორ შეიძლება, რომ ადამიანი, რომლის კისერზეც არის სამწუხაროდ 20 ივნისი, რომლის კისერზეა ია კერზაიას სიკვდილი, ბაჩანა შენგელიას დედის, როგორ შეიძლება, მე რაიმე სახის თანამშრომლობა მქონდეს ამ ადამიანთან. მე ვარ ადამიანი, რომელიც 20 ივნისთან მჭიდროდ ვარ დაკავშირებული - სანამ ეს ადამიანი არ იტყვის, რა მოხდა 20 ივნისს, მან გასცა ბრძანება თუ არა, რა მოხდა ია კერზაიასთან დაკავშირებით, მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ ერთ სივრცეში ყოფნასაც კი, ორ ჰექტარზეც კი ვერ ვიქნები. ახლა, რომ ვიცოდე საბურთალოზეა, როცა მე ვარ საბურთალოზე, შეიძლება ავდგე და გავიდე,"- განაცხადა ნიკა მელიამ.