16 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
ცესკომ იმგვარად დააკომპლექტა საკონსულტაციო ჯგუფი, ­რომ ხელისუფლებას გავლენა მოეხდინა ადამიანებზე - ლილე ლიპარტელიანი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ლილე ლიპარტელიანმა ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებდა, რომ ეს ჯგუფი საარჩევნო რეფორმების ფარგლებში, საარჩევნო დავების კანონიერ და გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით უნდა შემდგარიყო. ლიპარტელიანის მტკიცებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ნაცვლად ცესკომ ეს ჯგუფი "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირებით დააკომპლექტა.

"ცესკომ უგულებელყო შეთანხმება და იმგვარად დააკომპლექტა საკონსულტაციო ჯგუფი, რომ ხელისუფლებას და ცესკოს ერთობლივად საშუალება ჰქონოდათ, გავლენა მოეხდინათ ადამიანებზე. საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შემადგენლობა ვინც განსაზღვრა, 11 არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაცია არის ასეთი, თერთმეტივე პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია "ქართულ ოცნებასთან,"-აცხადებს ლილე ლიპარტელიანი.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან" საყვედურს არ მიიღებენ. 

"მიშელის დოკუმენტი არავის არაფერს აღარ ავალდებულებს, აქედან გამომდინარე, ხალხისგან, რომელიც მიშელის დოკუმენტს მხოლოდ მას შემდეგ აწერს ხელს, რაც ეს ხელშეკრულება აღარ არსებობს, და პირველივე შესაძლებლობისთანავე საკუთარ ერთგულებას უმუხთლებს, არავითარი საყვედური ამ მიმართულებით, მიშელის დოკუმენტზე დაყრდნობით, მისაღები არ იქნება,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

დღის ამბები