16 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
რატომ არ აბარებენ მერობის კანდიდატები ნარკოტესტს - კანდიდატების პოზიციები მმართველ გუნდში ერთგვარ ეჭვებს აჩენს

კონკურენტის შეთავაზებას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის ნაცვლად პოლიტიკურ მიზანს უკავშირებს. მერობის კანდიდატების მხრიდან ნარკოტესტის ჩაბარებაზე კახა კალაძის განცხადებას ნიკა მელია იმავე სტუდიაში გამოეხმაურა, სადაც ინიციატივა, 1 კვირის წინ, პირველად გაჟღერდა. მელიას აზრით, თბილისის მერის მიმართვას სხვა კონკრეტული ადრესატი ჰყავს.

გასარკვევი გახარიასთვის დებატების საკითხია, რასაც ნარკოლოგიური შემოწმების ნაცვლად ის კალაძეს სთავაზობს. ყოფილმა პრემიერსა და თბილისის მერის კონკურენტს მედიასთან ამ საკითხზე კომენტარი დღეს არ გაუკეთებია. მანამდე კი ამბობდა, რომ ტესტის ჩატარების პრობლემა არ ჰქონდა, თუმცა კონკრეტული დრო არ დაუსახელებია.

საპასუხო შეთავაზების მიღება კონკურენტისგან გაუგებარია კახა კალაძისთვის - ინიციატივის ავტორისთვის. ის ერთადერთია, რომელმაც ნარკოლოგიური შემოწმება უკვე გაიარა.

დედაქალაქის მერობის სხვა კანდიდატები ნარკოლოგიურ კვლევაზე უარს არ ამბობენ, თუმცა მათი ნაწილი შემოწმების ჩატარებას მხოლოდ მერად არჩევის შემთხვევაში, საკანონმდებლო ვალდებულების შემდეგ აპირებს.

კანდიდატების პოზიციები მმართველ გუნდში ერთგვარ ეჭვებს აჩენს, რომელსაც თავად ლეგიტიმურს უწოდებენ. ამის მიზეზად ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანას და ნარკოტესტის ჩაბარების დროში გაჭიანურებას ასახელებენ.

მერობის კანდიდატების მხრიდან ნარკოლოგიური კვლევის ჩატარების ინიციატივა კახა კალაძემ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდით ახსნა. შეთავაზება კონკურენტებისთვის მან "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.

დღის ამბები