"მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი "ღამის კურიერში" აცხადებს, რომ კანონი მერობის კანდიდატებს არ ავალდებულებს ნარკოტესტის ჩაბარებას, თუმცა თვლის, რომ მათი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა სწორი გადაწყეტილება იქნება.
ელისაშვილი ასევე, გაკვირვებას გამოთქვამ მერობის კანდიდატ გიორგი გახარიას ქცევასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის მხრიდან ნარკოტესტის ჩატარებაზე "ფეხის ათრევა უხერხულად გამოიყურება.
"კანონი არ ავალდებულებს მერობის კანდიდატებს. მე რომ 4 წლის წინ მერობის კანდიდატი ვიყავი არ წავსულვარ და არ ტესტი არ ჩამიბარებია, მაგრამ მე რომ ახლა ვიყო ის მერობის კანდიდატი, აუცილებლად წავიდოდი და ჩავაბარებდი ნარკოტესტს.
იმიტომ, რომ აი ეს, როგორც ახლა ფეხს ითრევენ კანდიდატები, ძალიან ცუდად გამოიყურებიან ამით, რომ თავს იმართლებენ, რომ იცი რა მოდი ახლა სხვა ტესტი ჩავაბაროთ.
თუ არა ხარ ნარკომანი და რაღაცა არ გიმაიმუნია, რად გინდა ამდენი ხვეწნა-მუდარა.
იმ დღეს ვუსმენდი, რომ სამხარაული როდის მუშაობს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და რავი რა აღარ იყავი და იძახი, რომ სამხარაული როდის მუშაობს ცოტა უხერხულია.
გახარია იქნება, თუ მელია, თუ სხვას - ანა დოლიძეს, მოვუწოდებდი, რომ გაცილებით ღირსეული და საპასუხისმგებლო ქმედება იქნება და ქცევა, წადი, ჩააბარე და თქვი, რომ არაფერი არ მჭირს.
არ მინდა მე ნარკომანი ქალაქის მერი.
მარიხუანა გამისინჯავს და სხვა მძიმე ნარკოტიკი აპ-აპ-აპ," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ნარკოტესტის ჩაბარებისგან ამ დრომდე თავს იკავებს, თუმცა როგორც მან დღეს მედიასაშუალებებთან განაცხადა, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით საზოგადოებას მალე ძალიან საინტერესო ინფორმაციას გაანდობს.