სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მმართველი პარტიის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა გრძელდება.
დღეს ამომრჩეველთან შეხვედრები იმართება ასპინძაში, ახალქალაქში და ნინოწმინდაში.
პრეზენტაცია უკვე გაიმართა ასპინძაში, სადაც ადგილობრივებს კანდიდატები პრემიერ-მინისტრმა გააცნო.
"ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა ყველა მიმართულებით. პროგრესი და სიკეთე მართლაც არის ხელშესახები, უამრავი პროექტი დაფინანსდა, მაგრამ კარგად გვესმის, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ ხალხს ჯერ კიდევ უჭირს, მთავარი გამოწვევაა უმუშევრობა და სიღარიბე, რომელიც ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს.
სტაბილურობის გარეშე არავითარი განვითარება არ მომხდარა და არც იქნება, ჩვენ "ქართულ ოცნებას" გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა. ჩვენ დროს არ ყოფილა ომი, შიდა არეულობა და ეს არის რა თქმა უნდა ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. განვითარების ახალ, მასტაბურ ეტაპს გთავაზობთ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში და ყველა ქალაქში," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.