"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა შალვა პაპუაშვილმა ქ. რუსთავში პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა.
მისი თქმით, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1405 ადამიანი, ხოლო ცდომილების მაქსიმალური ზღვარი 3%-ა.
"კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა:
"ქართული ოცნება" - 49.7%
"ნაციონალური მოძრაობა" - 33.6%
"პატრიოტთა ალიანსი" - 3.5%
"საქართველოსთვის" - 3.3%
"გირჩი - მეტი თავისუფლება" - 2.7%
"ლელო" - 1.8%
"ლეიბორისტული პარტია" - 1.2%
სხვა პარტიები - 4.2%
რეიტინგების გათვალისწინებით, "ქართული ოცნების" შვიდივე მაჟორიტარობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს. შესაბამისად, რუსთავის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოში პარტიებს შორის მანდატები ასე გადანაწილდებოდა:
"ქართული ოცნება" - 23 მანდატი;
"ნაციონალური მოძრაობა" - 10 მანდატი;
"პატრიოტთა ალიანსი" - 1 მანდატი;
საქართველოსთვის - 1 მანდატი.
კითხვაზე, ხვალ რომ რუსთავის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ნინო ლაცაბიძე - 53.5%
დავით კირკიტაძე - 36.8%
ბექა ლილუაშვილი - 3.5%
თორნიკე არევაძე - 2.6%
სხვა კანდიდატები - 3.5%
როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.