26 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
კახა კალაძე საუკეთესო გარანტიაა, რომ თბილისელების პირობები მუდმივად გაუმჯობესდეს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებს.

"ყველა ხედავს, რომ გასული 4 წლის განმავლობაში უამრავი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ უფრო მეტად კომფორტული გამხდარიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ჩვენ ვხედავთ, რომ ასევე შთამბეჭდავია ის გეგმები, რომელიც არის წარმოდგენილი მომდევნო 4 წლისთვის.

კახა კალაძე არის საუკეთესო გარანტია იმისათვის, რომ მუდმივად გაუმჯობესდეს ის პირობები, რომელშიც ცხოვრობენ თბილისელები. ყველამ ვიცით, რომ კახა კალაძე არის თბილისის საუკეთესო მერი. აქედან გამომდინარე, მე მგონი, 2 ოქტომბერს თბილისელებს არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდებათ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები