"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ნარკოტესტზე გიორგი გახარიას პასუხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავდასხნა სამხარაულის ეროვნულ ბიუროზე "ნაციონალურ მოძრაობასაც" კი არ მოფიქრებია და ეს გახარიამ მოიფიქრა.
საქმე ეხება გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მზადყოფნას გამოთქვამს ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს, თუმცა არა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, არამედ ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანია ვიღაცების თავის მართლების კამპანიად გადაიქცა.
"ვიხილეთ თავდასხმა მაგალითად სამხარაულის ეროვნულ ბიუროზე, რომელიც აქამდე არ მოფიქრებია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსაც კი. ეს მოხდა იმიტომ, რომ გახარიას არ დაეჭირა თავის მართლების პოზიცია. საერთოდ არავინ ფიქრობდა, არც კოკაინზე და არც მსგავს საკითხებზე. ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანია ვიღაცების თავის მართლების კამპანიად გადაიქცა. ახლა სადღაც უცხოეთში აპირებენ ბანკებით სირბილს, როგორც ის ამბობს, საქართველოში თურმე უხერხულია და უცხოეთში კარგია ბანკებით სირბილი. ყველაზე ობიექტური ბიურო არასოდეს გამხდარა თავდასხმის ობიექტი და ეხლა გახდა გახარიას მხრიდან,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.