16 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
რაც უფრო მეტი აცრა ჩატარდება, მე-5 ტალღას უფრო მარტივად შევხვდებით - რას ამბობს დევი ტაბიძე ვაქცინაციის ტემპის კლების საშიშროებაზე

კორონავირუსით ლეტალობის და ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა კვლავ მაღალია. ამიტომ, მედიკოსები ფიქრობენ, რომ მოქალაქეებს მოდუნების საშუალება არ აქვთ და მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა. ექიმები საქართველოს მოსახლეობას კვლავ იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ ეპიდემიოლოგები.  

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დევი ტაბიძე ამბობს, რომ რაც უფრო მეტი ვაქცინირებული იქნება ქვეყანაში, მოსალოდნელი მე-5 ტალღას ქვეყანა გაცილებით მარტივად შეხვდება. 

"სამწუხაროდ, ესე ფაქტი გვაქვს, რომ ვაქცინაციის რაოდენობამ იკლო. აქაც გარკვეული მოსახლეობის დამოკიდებულების ფრაგმენტი ჩანს იმის, რომ რადგანაც ეს რაოდენობამ დაიწია ინფიცირების, ამიტომ ნაკლები აცრა უნდა ჩავატაროთ. პირიქით, რაც აცრა უფრო მეტი იქნება და ვაქცინაცია წარმატებულად ჩატარდება, იმ მოსალოდნელი მე-5 ტალღას შევხვდებით ძალიან მარტივად, ან შეიძლება საერთოდაც ისე გავიაროთ, რომ მას მე-5 ტალღა არ დავარქვათ. მაგრამ, ეს აუცილებლად იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ვხედავთ, ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში ლოკდაუნები გრძელდება," - აცხადებს დევი ტაბიძე.  

დღის ამბები