16 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
"ნაცმოძრაობა" შეშინებული პოლიტიკური პარტიაა და მკადრებელია მოახდინოს ფაბრიკაცია - რატი იონათამიშვილი ფარულ ჩანაწერებზე

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი "დღის კურიერის" ეთერში საუბრობს. მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ კითხავზე - გაჟონა, თუ არა ინფორმაციამ სუსი-დან - რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ამის თაობაზე პირველ რიგში ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი, თუმცა ამბობს რომ მსგავსი ქმედებები მხოლოდ ენმ-ს ხელწერაა.  

"ნაციონალური მოძრაობა არის შეშინებული პოლიტიკური პარტია წაგების გამო და ისინი არიან მკადრებლები იმის, რომ მოახდინონ ფაბრიკაცია. ეს არა ერთხელ უნახავს ჩვენს საზოგადოებას, თუნდაც ბოლო წლების განმავლობაში.

ფაბრიკაციის ბოლო მაგალითს გეტყვით, 2012 წლამდე ჩაწერილი მასალა, ეს იყო 2007 წელს თუ 2008 წელს, მათი ხელისუფლების მხრიდან ჩაწერილი მასალა, წარმოგვიჩინეს როგორც გუშინდელი ჩანაწერი. ეს პირველი შემთხვევა ხომ არ იყო, მანამდეც იყო ზუსტად მსგავსი შემთხვევა.

იმაზე შევთანხმდეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა, თავისი პრობაგანდისტი მედიასაშუალებებთან ერთად ახდენს ფაბრიკაციას თუნდაც ძველი ჩანაწერების და იმას წარმოგვიჩენს, როგორც ახალ  ჩანაწერებს,“ - აცხადებს რატი იონათამიშვილი.  

დღის ამბები