16 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
ექსტრადირება 8 წლიანი ძებნის შემდეგ - რა ვადაში უნდა გადმოსცეს უკრაინამ მეგის ქარდავა საქართველოს

8 წლიანი ძებნის შემდეგ, საქართველოს მოთხოვნით, მეგის ქარდავას ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცემენ. "კურიერთან" საუბრისას უკრაინაში დაკავებული ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნის ადვოკატი, ექსტრადიციის ვადად 15 დღეს ასახელებს.

მეგის ქარდავას წინააღმდეგ სულ სისხლის სამართლის 11 საქმეა წარმოებაში. მათ შორის არის: ციხის ბუნტი და ე.წ. კასრების საქმეები, წამება და არაადამიანური მოპყრობა.

მეგის ქარდავა საქართველოდან 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებისთანავე წავიდა. 

2013 წლიდან საქართველოს მიერ ძებნილი მეგის ქარდავა, უკრაინაში 2017 წელს ყალბი პასპორტებით დააკავეს. ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარსაც ითხოვდა. 4 წლიანი პროცედურების შემდეგ კი, ხელმეორედ დააკავეს, ახლა უკვე საქართველოში ექსტრადირების მიზნით.

მეგის ქარდავა თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს და სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვს. ნინო ლომჯარიას საპასუხო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

საქართველოში ექსტრადირებამდე მეგის ქარდავა უკრაინაში პატიმრობაში რჩება. როგორც ცნობილია, ის საქართველოს 15 დღიან ვადაში უნდა გადმოსცენ.

დღის ამბები