16 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს - ირაკლი ღარიბაშვილი კასპში, ხაშურში, ქარელსა და გორში მოსახლეობას შეხვდა

"ჩვენ ვართ ყველაზე ჰუმანური მთავრობა" - ეს იყო პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი კასპში, ხაშურში, ქარელსა და გორში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების წარდგენისას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მმართველი ძალა წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტიაა.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების წარდგენისას, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ, მოსახლეობას ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც მიაწოდეს.

კანდიდატების წარდგენის პარალელურად, მთავრობის ხელმძღვანელი კერამიკული სამშენებლო მასალების  მწარმოებელ საწარმოებს ესტუმრა და სამუშაო პროცესს გაეცნო. 

ირაკლი ღარიბაშვილი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონსაც ეწვია და წმინდა ნიკოლოზის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა.

დღის ამბები