16 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
"ქილერის აყვანა და ვინმეს გაგორება" - კობახიძის თქმით, "ნაცმოძრაობის" შიდა ჩათში ამ ვერსიას განიხილავდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო უპრეცედენტოდ მშვიდობიანია, თუმცა მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და სამოქალქო მოძრაობა "სირცხვილია" მაინც ცდილობს პროცესებისთვის ჩრდილის მიყენებას. 

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს აქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შიდა ჩათებში არეულობის სცენარს განიხილავენ, ერთ-ერთ მაგალითად კი მოჰყავს ციტატა ამ საუბრებიდან - "ქილერის აყვანა და ვინმეს გაგორება".

როგორც კობახიძე ამტკიცებს, მათი ინფორმაციით დასტურდება, რომ რადიკალური ოპოზიციისა და სამოქალქო მოძრაობა "სირცხვილიას" მიზანი მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების სისხლიანი დეესკალაციაა.

"წინასაარჩევნო გარემო უპრეცედენტოდ მშვიდობიანია, არ დაფიქსირებულა რაიმე სერიოზული დარღვევა და არც ერთი მსუბუქი ძალადობრივი ინციდენტიც კი. ეს კი, რა თქმა უნდა, აშფოთებს იმ პოლიტიკურ პარტიასა და მის კუთვნილ ტელევიზიებს, რომლებიც სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებულები წინასაარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენებისთვის. სწორედ ამის გამოძახილი იყო, აღნიშნული ტელევიზიების მიერ იმ ტყუილ-მართალი ინფორმაციების გავრცელება, რომელიც წინასაარჩევნო ემოციური ფონის გაუარესებას ემსახურებოდა, თუმცა მათ მიზანს ვერ მიაღწიეს. მეტიც, ამ ფაქტმა შეახსენა საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები არიან რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური დაჯგუფების წარმომადგენლები. ამ ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში სულ უფრო აქტიურად წარიმართება, - "საჭიროა მსხვერპლი, გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში" - ეს არის ფრაზები "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის "სირცხვილიას" წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებიდან.

გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა, ვციტირებთ - "ამის მეათედ თანხად შეიძლება კილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება".
ასევე, "სირცხვილიას" ერთ-ერთ წარმომადგენელს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სთხოვეს რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა
ყველამ ვიცით რა ღირებულებების მატარებელი არიან ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ყველაზე მძიმე პროვოკაციაზე წასვლაც კი მათგან არავის გაუკვირდება.
რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად არ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, არ აქვს საარჩევნო პროგრამები, არ ხვდება და არ ესაუბრება ხალხს. აშკარაა, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური პროცესების ხელოვნურ პოლარიზაციაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე, სიცრუესა და პროვოკაციებზე იქნება აგებული.

მოვუწოდებთ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა ქვეყანაში მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს დასამძიმებლად. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად იზრუნონ წინასაარჩევნო პროვოკაციების პრევენციაზე,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები