16 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
პრემიერმინისტრმა თურქეთის იუსტიციის მინისტრს უმასპინძლა

პრემიერმინისტრმა თურქეთის იუსტიციის მინისტრს უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის და მდგრადი განვითარების ერთადერთი გზაა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა აბდულჰამით გულს თურქეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება პრიორიტეტულია.

შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში თურქეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. პრემიერის შეფასებით, ამ მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა მისასალმებელია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იაკუფ მოღული, თურქეთის პარლამენტის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჰალილ ეთიემეზი და საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ესწრებოდნენ.

დღის ამბები